რეზონანსი
22.10.2026

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტის შესახებ მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს.

"21 ოქტომბერს 14:55 წუთზე, 5 ნომერი ავტობუსი გაჩერდა არქივის მოპირდაპირედ.

დავინახე, რომ სკამებზე დაგდებული ჰყავდათ ბიჭებს ერთი ბიჭი და ურტყამდნენ. ხალხისაც არ მოეხათრათ, ავტობუსიდან დავუწყე ძახილი ხელი გაუშვით მეთქი, მაგრამ სანამ არ ჩავედი არ გაუშვეს.

ბიჭი იყო არასრულწლოვანი, მაღალი, ჩადგმული, სცემდნენ თანატოლი ბიჭები, ის ტიროდა. მე გავაშველე ქალმა. იქ ბიჭები და გოგონები, თანატოლები იყვნენ, ერთმა ბიჭმა თქვა, მე ვაშველებდიო.

რადგან მე ჩავედი, დაიშალნენ და გაუშვეს. მან 5 ნომერ ავტობუსზე ასვლა მოასწრო. ვერ გავიგე ვინ იყო. იქნებ აღნაგობით იცნოს ვინმემ, თავისი შვილი. 13 -15 წლამდე პუტკუნა ბიჭი იყო. ხვალ იქნებ უარეს პრობლემას შეხვდეს. მინდა მშობლამდე მიაღწიო ამ ამბავმა,"- წერს თვითმხილველი.

შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ქალს მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა 112-ისთვის.

ამ დროისთვის უცნობია, მიმართა თუ არა მხარემ სამართალდამცველებს.

წყარო: „მთავარი ამბები კახეთიდან“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×