რეზონანსი
23.10.2026

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც "ბატასუნას" აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივი სახელმწიფოს გადაეცა.

"პროევროპული" პარტიები ვართო ხომ აცხადებენ... ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც "ბატასუნას" აკრძალვასთან ერთად მოხდა აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია და მათი გადაცემა სახელმწიფოს საკუთრებაში სოციალური/საზოგადოებრივი მიზნებისთვის...” - წერს შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×