რეზონანსი
23.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში დაგეგმილი აქციების ფონზე პარიზში ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩის გამართვის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეხვედრის გადადება შესაძლებელი იყო.

„ვფიქრობ, შესაძლოა, ხვალინდელი დღე საფრანგეთისთვის ცუდი იყოს, ამიტომ ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა. საფრანგეთს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

24 ოქტომბერს NFL-ის რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრა პარიზის მახლობლად, სენ-დენიში მდებარე „სტად დე ფრანსზე“ ჩატარდება.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. საფრანგეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში ნაწილობრივი და ლოკალური კომენდანტის საათის გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×