რეზონანსი
27.10.2026

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ორგანიზაციის თანამშრომელი, ლუკა ალექსიძე გარდაიცვალა.

ორგანიზაცია გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ლუკა გამორჩეული პიროვნება და პროფესიონალი იყო.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ლუკა ალექსიძის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს და ამ რთულ მომენტში მხნეობას ვუსურვებთ.

ლუკა გამორჩეული პიროვნება იყო, როგორც პროფესიულ, ასევე სამოქალაქო ცხოვრებაში. ის გამორჩეულად გონიერი, გულთბილი, მეგობრული და ჰუმანური ახალგაზრდა იყო. ლუკას ხსოვნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში სამუდამოდ დარჩება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლუკა ალექსიძე გუშინ ბელგიის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი თამარწმინდის მონასტრის მონოზვნის დედა ქიონია ბრეგვაძის ვაჟიშვილი გახლდათ, 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×