
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მის წინააღმდეგ მიმართულ, სიძულვილით სავსე კრიტიკაზე ლაპარაკობს:
"სპორტი ბავშვობაში დავიწყე და არასდროს შემიწყვეტია, არც მაშინ, როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი. ბილო ორი წელზე მეტია, განსაკუთრებით პოპულარული გავხდი, ქამარზე ვიბრძოლე და შესაბამისად, ჩემკენ კრიტიკა, "ჰეითი" წამოვიდა ინტერნეტში. ჩემს ოჯახის წევრებს როდესაც ვურეკავ, ჩემს ძმებს, დედას, მამას სულ მაგაზე ვამშვიდებთ ერთმანეთს. ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს ჩემი ცხვირი, ზოგს - მეტყველება და ამის გამო მლანძღავს, ძალიან გულგასატეხი კრიტიკაა, რაც არ დამიმსახურებია. ერთადერთი რაც ზედმეტი მომივიდა, როდესაც ვთქვი სტალინის მომხრეებს გავკარი-მეთქი, თუმცა მერე ბოდიში მოვიხადე და ბოდიშს ვიხდი ახლაც.
მე ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი გაგვიფუჭებია, ვცხოვრობთ პატიოსნად, სიმართლე ძლიერია. ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა. ჩემი მოწინააღმდეგეების ფანებისგან კრიტიკას ვეგუები და არ ვიღებ რთულად, ქართველისგან მიჭირს და ვერ ვეგუები. ალბათ ვერასდროს შევეგუები. მიმაჩნია, რომ ჩემი წაგებით თუ მოგებით კარგ საქმეს ვაკეთებ ცემი ქვეყნისთვის. გული მინდოდა თქვენთვის გადამეშალა. ყველაფერი კარგად არის. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს... მე ჩემს მიზანს და ჩემს მისიას გავაგრძელებ და ჩემი ოჯახიც, არ დავიხოცებით მაგის გამო", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე