რეზონანსი
29.10.2026

21 ოქტომბერს გიორგი ნემსაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ყოფილი კაპიტნის მიერ გაკეთებულმა სიკეთემ სოციალური ქსელები მოიცვა. 

პეტრე ხოლხი: "აღმოსავლური სამზარეულო მიყვარს, როდესაც შემიძლია, ხშირად ვსტუმრობ. შვილებიც, მეგობრებიც მივაჩვიე და ჩვენთვის რაღაცნაირ რიტუალად ჩამოყალიბდა.

წლების წინ, არც მახსოვს, მას მერე რა დრო გავიდა, გადახდის დროს მიმტანს ვთხოვე, ქვითარი მოეტანა, თქვენი გადახდილიაო - მითხრეს.

შევწუხდი, მაგრამ გამიხარდა, რომ უცნობმა ჩემ მიმართ პატივისცემა გამოხატა…

მსგავსი ფაქტი, ერთსა და იმავე ადგილას, სამჯერ მოხდა.

უკვე ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს და მენეჯერს ვთხოვე, ახლა მაინც მითხარით, ასე ხშირად ვინ მეპატიჟება-მეთქი.

გაიღიმა, საოცარი ის არის, თითქოს შეთანხმებულივით დადიხართო….

ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე აღმოჩნდა…

ასეა, დიდი ადამიანები უხმაუროდ მოქმედებენ…

დაუსრულებელი სინათლე მის სულს!", - დაწერა პეტრე კოლხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×