
უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა კალანდია გარდაიცვალა. სასწავლო დაწესებულება სამძიმრის წერილს ავრცელებს:
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის, ლუკა კალანდიას გარდაცვალების გამო. ეს არის უმძიმესი დანაკარგი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებსა და ლექტორებს. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში,"- ნათქვამია უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.
"მოგვენატრები, ლუკა, შენს სამეგობროს. ვერანაირი დრო ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რაც შენმა წასვლამ დაგვიტოვა. შენ იყავი ჩვენი ძმა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაზე მძიმე წუთებშიც კი გვერდით დაგვდგომოდა. გვიყვარხარ ძალიან," - წერს მეგობარი.
top news
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე