რეზონანსი
30.10.2026

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს.

„ხალხო, როგორ არ გესმით, 12 წელი ვიყავი მარტო და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არ გამოჩენილიყო თაია, რომელმაც მომისმინა და დამეხმარა. იპოვა ადვოკატი და გამოძიებაც ამდენი წლის მერე თავიდან დაიწყო. არ გაქვთ უფლება, მასზე რამე ცუდი თქვათ, რადგან ყველაფერს აკეთებს ჩემს დასახმარებლად და ჩემი გურიკას მოსაძებნად. 

"ტიკ-ტოკი" 1 თვეა წავშალე, ვეღარ გავუძელი იმ ჭორაობას და ზურგს უკან ჩემს გაშავებას. არც ერთი მათგანი რეალურად არ მეხმარებოდა და უამრავი ტყუილი ჩავყლაპე. რაც მოხდა აქციაზე, ჩემთვისაც უცნაური იყო. მეგონა, რამის სათქმელად მოვიდნენ და იმედი მქონდა, ახლა მაინც დამიდგებოდნენ გვერდით. კიდევ მოვტყუვდი და ნახეთ, ყველამ რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი ამდენი წელი.

ახალი გამოძიების მჯერა და ველოდები მათგან სიახლეებს. მადლობა თქვენ, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ.

გურიმდე მიმიყვანე, უფალო, გევედრები, სხვა არაფერი მინდა“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×