
"მამიდაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაჰყავდა გურამი სპეციალისტთან და გარკვეულ წამლებს იღებდა" - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გურამის მიერ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები გაჩნდა.
"მამიდაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაჰყავდა და გურამი სპეციალისტთან და გარკვეულ წამლებს იღებდა ეს ადამიანი. სხვათა შორის, მე მქონდა რამდენჯერმე პირადად საუბარი და მათ მომაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაქვეყნებთ. ყველა ფაქტი და ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეშია, მნიშვნელოვანია.
12 წლის განმავლობაში გამოძიებაში გამოგონება არ ჩატარდა და საეჭვოა, ე.წ. ფაზლის აწყობა, რათა მივიდეს სრული სურათი. საჭიროა მოთმინება და მეტი რესურსი. არის ბევრი მიდგომა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც საჯაროდ ვერ მოვყვები, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ მეტი რესურსი გამოყენებული. კონკრეტულად კიდევ რას ვითხოვ ამას მე ვერ გავაჩერებ ეთერში, მე რომ ეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გავაჟღერო ეთერში, ისინი იქნება უკიდურესად არაეფექტური“, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე