რეზონანსი
02.11.2026

 ქეთი მე­ლუა მე­ო­რე ვა­ჟის დედა გახ­და. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ვად ამ­ცნო და ახალ­შო­ბი­ლის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ახ­ლად მო­სუ­ლი... მაქ­სი მობ­რძან­და! ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ორი ულა­მა­ზე­სი ბი­ჭის დედა ვარ.

სან­დრო სა­უ­კე­თე­სო უფ­რო­სი ძმაა. დაე დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს ეს," - წერს მე­ლუა.

ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნელ-ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, მისი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მით - ის­ლან­დი­ის ცნო­ბი­ლი „ცის­ფე­რი ლა­გუ­ნი­დან" გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­თი აც­ნო­ბა, სა­დაც მისი მომრგვა­ლე­ბუ­ლი მუ­ცე­ლი აშ­კა­რად ჩან­და.

მისი პირ­ვე­ლი შვი­ლი, სან­დრო, 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ამ დროს მომ­ღე­რა­ლი 38 წლის იყო. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, შვი­ლის გა­ჩე­ნამ მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შეც­ვა­ლა და და­ა­ნა­ხა, რომ მთა­ვა­რია იმე­დის არ­და­კარ­გვა - ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გზის ბო­ლო­საც კი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გე­ლო­დეს.

ქეთი მე­ლუა თა­ვი­სი პი­რა­დი სივ­რცის დაც­ვის ნამ­დვი­ლი დი­დოს­ტა­ტია. 2020 წელს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­თან მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბით რბო­ლა­ში, ჯე­იმს ტო­უს­ლენდთან 8-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ე­მა­ლა.

ქეთი მხო­ლოდ იმას აღ­ნიშ­ნავს, რომ გვერ­დით სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი ჰყავს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას სრუ­ლად შე­იგ­რძნობს. ცნო­ბი­ლია რომ მისი მე­უღ­ლე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×