
ბარბარა სამხარაძემ პირად ცხოვრებაში სიახლის შესახებ დაუფარავად განაცხადა. მან დაადასტურა, რომ გვერდით ჰყავს ადამიანი, ვის გვერდითაც ძალიან ბედნიერია:
„ერთი წელია, რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვის გვერდითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ის არ არის სახელოვნებო სფეროდან. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ კახეთში ჩავიყვანე და ჩემს მშობლებს გავაცანი. მათ არაფერს ვუმალავ და არც ეს ამბავი დამიმალავს. ძალიან მოეწონათ ერთმანეთი და
კარგად, კახურად მოილხინეს. მეც ვიცნობ მის ოჯახს… ჩემი მშობლებისთვის მისი გაცნობა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე საქორწინო ბეჭედს გავიკეთებ და ქორწილი გვექნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ტრადიციებს პატივს არ ვცემ, პირიქით, ყველა კარგი ქართული ტრადიცია მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობთ. ამ
თემაზე მეტი საუბარი არ მინდა. მთავარია, ერთმანეთის გვერდით ბედნიერები ვართ და სრულ ჰარმონიაში ვიმყოფებით…“ - განუცხადა "სარკეს" მომღერალმა.
ჟურნალი "სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე