
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ცისნამი საყვარლიშვილს ბიოლოგიური მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავაად წერს.
"ვაიმე, საშინელება დატრიალდა ხალხო! ჩემი ბიოლოგიური მამა, ამ დილით გულით გარდაიცვალა საქართველოში! ვაიმე, შოკში ვარ ხალხო! ასე მგონია მე მოვკალი! თითქოს ჩემმა გაბრაზებულმა სიტყვებმა მოკლა, რომელსაც აქ პოსტად ვწერდი ხოლმე, თორემ ცოცხლად პირში მაგის თქმას როგორ შევბედავდი! ვაიმე, ხალხო, როგორ უნდა გავაგრძელო სიცოცხლე ამ დანაშაულის გრძნობით?! თავზარი დამეცა! გათიშული ვარ!
ეს რა უბედურება დამემართა! რა მინდოდა? რა ჯანდაბა არ მასვენებდა?! ახლა როცა ერთმანეთით უნდა დავმტკბარიყავით?! ვაიმე, ცუდათაა ჩემი საქმე! სირცხვილით ან გასვენებაში როგორ ჩავიდე და როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს დებს, მის მეუღლეს?! ვახ, ეს რა უბედურ ვასკვლავზე ვყოფილვარ დაბადებული კაცო!ეს რამდენი უბედურებაღა უნდა შემემთხვას ხალხო?! იმის მეშინია ჩემს ბობოქარ გულსაც არ გასძვრეს ბოლო!
ვახ, კაცო! ძალიან ვწუხვარ! ძალიან განვიცდი და ძალიან ცუდათ ვგრძნობ თავს! დარწმუნებული ვარ მთელი სანათესაო მე მადანაშაულებს და მართლებიც არიან! ბოდიშით! ბოდიშით ყველას! ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი! ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი! მაპატიეთ ხალხოოოო!!!
ბოდიში მამაჩემო! არ მინდოდა შენი წყენინება! ბოდიში რომ გული მოგიკალი და გაგიხეთქე! იმედია იქ შეძლებ ჩემს პატიებას!
მე როგორ გამომივა ჩემი თავის პატიება არ ვიცი!გადაგიყოლა ჩემზე დარდმა და ტკივილმა! მაპატიე!კაპანაძეებო ყველამ მაპატიეთ! ვწუხვარ! უზომოდ ვწუხვარ და განვიცდი! ღმერთმა შემინდოს! ბოდიში მამა!არ გამომივიდა კარგი შვილობა! ამ ბოლო დროს არაფერი აღარ გამომდის!
ვაიმე, ხალხო! მე მოვკალი! ჩემმა სიტყვებმა მოკლეს! ვაიმე, როგორ ვაპატიო საკუთარ თავს? ვაიმე, როგორ გავაგრძელო, ამ დანაშაულის გრძნობით სიცოცხლე?! ვაიმე, რაღა ვქნა?!" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე