რეზონანსი
03.11.2026

თუ დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის" სამიტზე პუტინს მიიწვევს, მაშინ იქ ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა იყოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, სამიტის მასპინძელი გადაწყვეტს, თუ რომელი ლიდერები მიიწვიოს.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას გადაწყვეტს, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ. ხოლო თუ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, „თუ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება, მაშინ ევროპაც იქ იქნება".

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტი მაიამიში, 14-15 დეკემბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×