
175-ე საჯარო სკოლის დირექტორი "პირველებს" ეუბნება, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. ირაკლი კუპატაძე აღნიშნავს, რომ სკოლა კანონის მიხხედვით მოქმედებს.
"კანონიერი რეაგირება რაც ჩვენ გვევალებოდა, რისი უფლებაც გვაქვს [კარგი იქნებოდა, მეტის უფლეგა გვქონდეს]. დისციპლინარულ კომიტეტს აქვს მოკვლევა დაწყებული, სამართალდამცავებიც სწავლობენ საკითხს. თუ გამოიკვეთა მასწავლებლის ბრალეულობა, გვექნება შესაბამისი რეაგირება" - განაცხადა კუპატაძემ და აღნიშნა, რომ მოხდარის შესახებ სკოლამ პოლიცია იმავე დღეს ჩააყენა საქმის კურსში.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლის დედამ "ტვ პირველს" განუცხადა, რომ თანაკლასელი მის შვილს თავდაპირველად ქართულის გაკვეთილზე დაუპირისპირდა და ქაღალდის თვითფრინავი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში დაშავებული ბიჭის ოჯახის ცნობით, სკოლის გარეთ გადაიზარდა.
დედა ამბობს, რომ მის შვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩატეხილი და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ქალი ჰყვება, რომ მოზარდის ცემა თავდამსხმელმა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მეთერთმეტე კლასელმა გონება დაკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, გამოვლენილია ერთი პირი.
შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა.
ტვ პირველი