რეზონანსი
04.11.2026

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან.

ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა. მათ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ეძებ­დნენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო და სა­ხან­ძრო ბრი­გა­დე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი. ბოლო წუ­თამ­დე იმედს არ კარ­გავ­დნენ, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს ის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ხდნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბი ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ორი­ვე ერთ უბან­ში, ნი­კე­ა­ზე ცხოვ­რობ­და. 20 წლის მათე ობო­ლა­ძე და 18 წლის ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი. მათი ცხედ­რე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და სახ­ლებ­ში გვი­ან მი­ას­ვე­ნეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ტკი­ვი­ლი­ა­ნი პოს­ტე­ბით და ყვე­ლა ემ­შვი­დო­ბე­ბა მათ.

“რამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა გვაქვს ერ­თად, რამ­დე­ნი სი­ცი­ლი, რამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი, რამ­დე­ნი და­უ­ვი­წყა­რი დღე, ვინ იფიქ­რებ­და, რომ ოდეს­მე ამ მო­გო­ნე­ბებს ცრემ­ლე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ­დი. რამ­დე­ნი რამ დაგ­ვრჩა კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რამ­დე­ნი ამ­ბა­ვი მო­სა­ყო­ლი… ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ვე­ღარ შევ­ხვდე­ბით, ვე­ღარ გა­ვი­ცი­ნებთ ერ­თად. ყვე­ლა მო­გო­ნე­ბა ახლა გულ­ში მტკივ­ნე­უ­ლად ცო­ცხლობს. ნე­ტავ, კი­დევ ერთხელ შე­მეძ­ლოს შენ­თან სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ წუ­თის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თად გვქონ­და. არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ, ჩემო სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რო. მიყ­ვარ­ხარ ბერ­დო, მუ­დამ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი ჩემო ცხოვ­რე­ბა”, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერ­დი­ას მე­გო­ბა­რი.

რო­გორც გვი­თხრეს, ბერ­დია იჯდა სა­ჭეს­თან ამ დიდი ტრა­გე­დი­ის დროს. მას ძალ­ზედ და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

“ბიჭი, რო­მე­ლიც და­აკ­ლა ქა­ლაქს. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ბერ­დია, ახლა იწყებ­და ცხოვ­რე­ბას. ხა­ლი­სი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. მო­ღი­მა­რი. ნუ გე­ში­ნია, თიკო, მე არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბაო, ამ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ბერ­დია დე­დას. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და ზო­გა­დად და სულ ფრთხი­ლობ­და. მოხ­და ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა. და­ვი­ხო­ცეთ ჩვენც, ყვე­ლა­ნი ისე გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს... მან­ქა­ნა რომ ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა გუ­შინ, ორი­ვე ერ­თად უპო­ვი­ათ მან­ქა­ნა­ში, ასე უთ­ქვამთ ექ­სპერ­ტებს, ისე იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი, ძლივს და­ვა­ცი­ლე­თო.

მა­თეს გული გას­კდო­მია და ბერ­დია უკ­ნი­დან მი­ხუ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ეტყო­ბა, ცდი­ლობ­და მან­ქა­ნი­დან მის გად­მოყ­ვა­ნას. ისე­თი იყოო ბი­ჭებ­მა, არ მი­ა­ტო­ვებ­და არა­ვი­სო. უღა­ლა­ტო ბავ­შვი აღარ გვყავს. ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ყვე­ლას. მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი. ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია მათი ოჯა­ხი, ისე ხა­ბუ­ლი­ა­ნე­ბის ძირი ლენ­ტე­ხი­დან არის, ლენ­ტეხ­ში ცხოვ­რობს მისი ბე­ბია და ბა­ბუა. ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი ბიჭი იყო ბერ­დია. ქუ­თა­ის­ში, ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ახა­ლი გა­და­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ნი­კე­ა­ზე. უნი­ჭი­ე­რე­სი იყო. ჰყავს პა­ტა­რა და­ი­კო.

სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ ან­გე­ლო­ზი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბის სა­ნუ­გე­შებ­ლად. ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. გაძ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ მშობ­ლებს”, - ამ­ბობს ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნის დე­დის მე­გო­ბა­რი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×