რეზონანსი
04.11.2026

ეგვიპტეში დაბადებული დემოკრატი აბდულ ელ-საიედი მიჩიგანის შტატიდან სენატორად აირჩიეს, იგი აშშ-ის სენატში პირველი მუსლიმი გახდა.

აგვისტოში მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში გაიმარჯვა. შემდეგ კი, საიდმა სენატის ადგილისთვის ბრძოლა  რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ როჯერსი იყო.

აბდულ ელ-სეიედი ისრაელისთვის ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითხოვს, ისრაელის მთავრობას ღაზაში გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და პალესტინელების ღიად უჭერს მახარს. 

მან საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მიჩიგანის შტატში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელობის დროს, ჯანდაცვისა და იმიგრაციის პოლიტიკის რეფორმირებისკენ მოწოდებებით როგორც შტატის, ასევე ეროვნულ დონეზე.

ელ-საიედი დემოკრატიული პარტიის ყველაზე პროგრესულ (მემარცხენე) ფრთას წარმოადგენს. მან მან თავისი საარჩევნო კამპანია უნივერსალური სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის დანერგვის, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდისა და ამერიკულ პოლიტიკაზე მსხვილი კორპორაციების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის დაპირებებზე დააფუძნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×