რეზონანსი
04.11.2026

"ეს თქვენ უსურ­ვებ­დით ყვე­ლას დაწ­ვას და სიკ­ვდილს და რომ ჯან­მრთე­ლად და უვ­ნებ­ლად ხართ, ისევ ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა თქვე­ნი", - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"კად­რებს ვუ­ყუ­რებ, ერთი ცე­ცხლმაქ­რი არ კი­დია მთელს ოფის­ში [ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას ოფი­სი, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - რედ.], არც ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა და­მი­ნა­ხავს გაკ­რუ­ლი (ან ვერ და­ვი­ნა­ხე), თა­ნამ­შრომ­ლებს არა­ფე­რი ეტყო­ბო­დათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლის ეს თქვენ არ გა­დარ­დებთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ცო­ცხლად დაწ­ვა, პი­ტარ­დე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე და­მიზ­ნე­ბუ­ლი სრო­ლა, რო­დე­საც აა­ლე­ბულ რუს­თა­ველ­ზე ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის და­ნახ­ვა გი­ხა­რო­დათ და ყი­ჟი­ნით აშუ­ქებ­დით ეს თქვენ უსურ­ვებ­დით ყვე­ლას დაწ­ვას და სიკ­ვდილს და რომ ჯან­მრთე­ლად და უვ­ნებ­ლად ხართ, ისევ ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა თქვე­ნი", - წერს ნა­დი­რა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე ის ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლას ოფის­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "ფორ­მუ­ლამ ჩემი ცნო­ბი­ლი და­ჭყე­ტი­ლი ფოტო გა­მო­დო და ეგ­რე­ვე თვა­ლი ეცა, აალ­დნენ". ნა­დი­რა­ძის ამ პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, 4 ნო­ემ­ბერს, ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "დე­ლის­ში", სა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×