
გადაცემაში „პრაიმშოუ“ განხილვის თემა გასახდომი ინექციები და ჯანსაღი ცხოვრების წესით წონის კლება იყო. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი სახე იყო, რომელთაგან ზოგიერთი ინექციების მომხრე გახლდათ, ხოლო ზოგიერთი კი მათ გარეშე, ჯანსაღი ცხოვრების წესით კლების მომხრე იყო.
ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ აღნიშნა, რომ „ჭარბწონიანი ადამიანები არ უნდა წავაქეზოთ და მათ უნდა გაიაზრონ, რომ დაავადებასთან საბრძოლველად მკურნალობა სჭირდებათ“.
„სწორი კვებით დავიკელი და მეგონა რომ შევინარჩუნებდი. შემდეგ ცოტა რომ ავურიე, ისევ მოვიმატე. არ შემიძლია მთელი დღე საათობრივად ვჭამო.
10 წლის წინ წონა გამექცა. ხალხი მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვიყავი, ხოლო სარკეში კამეჩს ვხედავდი. წონის გამო ბულინგი არ შეიძლება, მაგრამ არ ვიყავი მსუქანი ლამაზი. ადამიანი არ უნდა მოატყუო. ჩემთვის
სიმსუქნე არის დაავადება. ვუთხარი ჩემს თავს რომ ვიყავი კამეჩი და არაფერი არ მიხაროდა. დავიწყე ეს ინექცია და მომცა საოცარი შედეგი. ადამიანებთან ურთიერთობა და ცხოვრება მიხარია. ეს არის დაავადება და უნდა ვიმკურნალოთ. ვინც აქეზებენ ჭარბწონიან ადამიანებს, რომ კარგად არიან ჩემთვის დამნაშავეები
არიან“, – თქვა მაკა რაზმაძემ.
ნანუკა გულუამ ამ სიტყვის პასუხად განაცხადა, რომ „არასწორია ადამიანებს სამკურნალო ვუწოდოთ, თუნდაც ისინი ჭარბწონიანი იყვნენ“.
„თქვენგან ეს წინადადება ძალიან მიკვირს, მე უზომოდ მიყვარხართ. თქვენ შეგიძლიათ ნინოს, ან მე თქვენი გამხდარი გადმოსახედიდან გვითხრათ, რომ უშნოები და სამკურნალოები ვართ. ესე იგი, რომ შემოვალ არ უნდა მითხრათ, რომ კარგად გამოვიყურები. სადაც მივალ უნდა მითხრან, რომ ავად ვარ? ჩემს 135
კილოგრამზე უამრავ კომპლიმენტებს ვიღებდი და მართლაც მგონია, რომ არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი. 42 წლის ასაკში სამი შვილი გავაჩინე და ეს წონა უმნიშვნელო იყო ჩემთვის. ჩვენ ადამიანებს, არ უნდა ვუთხრათ, რომ ავად არიან, უინტელექტოები არიან და ცუდად გამოიყურებიან. არ გვაქვს ამის უფლება“, – ამბობს ნანუკა გულუა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე