
6 წლის ელენიკო ორბელაძე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, გარდაიცალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ქუთაისში მცხოვრები პატარა ელენიკოს შესახებ მოქალაქეებმა ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტყვეს და გოგონას მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გაერთიანდნენ.
ელენიკოს ურთულესი მკურნალობა დასჭირდა, მათ შორის, თურქეთშიც. გოგონას ექვსსაათიანი ურთულესი ოპერაციაც ჩაუტარდა.
ელენიკო ორბელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მომღერალი, ჯგუფ „სეიშენის“ წევრი ზაზა ბანძელაძეც.
„გაფრინდა ელენიკო უფალთან. გამძლეობა, ჩემო ძმაო [Nika Orbeladze]. მადლობა ყველას იმ გაწეული თანადგომისთვის, ყველა ერთად ვცდილობდით ბავშვი გამოგვეტაცა ხელიდან ვერაგი დაავადებისთვის, მაგრამ… Giorgi Nikolaishvili მადლობა შენ ყველაფრისთვის, რაც გააკეთე ელენიკოსთვის“, – წერს ზაზა ბანძელაძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე