რეზონანსი
06.11.2026

შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა შანხაიში მეცხრედ ტარდება. საქართველო გამოფენაზე წელსაცაა წარმოდგენილი, ამჯერად 40-მდე კომპანიით.

„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.

„პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×