რეზონანსი
07.11.2026

2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 493-მა მოქალაქემ მოითხოვა - ამის შესახებ ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან.

მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქე იყო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.

მეორე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები, ხოლო მესამე ადგილზე ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში თავშესაფარი მოითხოვა თურქეთის 83-მა და ინდოეთის 45-მა მოქალაქემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ათ ქვეყანას, რომლის მოქალაქეებიც 2026 წლის სამ კვარტალში ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს:

უკრაინა - 169

თურქეთი - 83

ინდოეთი - 45

ირანი - 42

რუსეთი - 32

პაკისტანი - 17

იორდანია - 12

ეგვიპტე - 10

აზერბაიჯანი - 6

კუბა - 6

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×