რეზონანსი
08.11.2026

ახალგაზრდა ქალი, "ტიკ-ტოკერი" ნათია დადიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიმსივნეს ებრძოდა. ახლობლები, მეგობრები და გამომწერები ქალს თბილ, ენერგიულ, პოზიტიურ და მოსიყვარულე ადამიანად იხსენებენ.

"ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო... სულ ხუმრობდა, სულ ენერგიული, თბილი და მოსიყვარულე ნათია," "სულ მეუბნებოდი, მე ძლიერი ვარ და გავიმარჯვებო," "წლებია თვალს ვადევნებ ქალბატონ ნათია დადიანს… ყოველთვის ვაკვირდებოდი მის ცხოვრებას, მის ღიმილს, მის ენერგიას და იმ საოცარ პოზიტივს, რომელსაც ადამიანებს უზიარებდა. ხშირად მიფიქრია, საიდან ამდენი ძალა? საიდან ამდენი ენერგია? როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ასეთი მძიმე ბრძოლა ჰქონდა გასავლელი, ასე ეღიმა, ასე ეცეკვა, ასე სიხარულს აფრქვევდა გარშემომყოფებისთვის… სიმართლე გითხრათ, არასდროს დამიშვია გონებაში, რომ ეს ვერაგი ავადმყოფობა ნათიას დაამარცხებდა..." - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×