რეზონანსი
09.11.2026

მიმდინარე კვირის განმავლობაში ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, რომ რაღაცებს ხელი უნდა გაუშვას და გათავისუფლდეს. ეს კვირა ძალაუფლების კრიზისს წარმოშობს. ეს განსაკუთრებით შეეხება ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მართავენ ან წარმოადგენენ. მიმდინარე კვირის აქცენტები იმ საკითხის გააზრებას უკავშირდება, რომ ადამიანს დაბადებისას არაფერი მოაქვს და წასვლისას არაფერი მიაქვს.

"აუცილებლად მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მოზარდებს. ისინი შესაძლოა განსაკუთრებით დაძაბულები და ემოციურები იყვნენ. დააკვირდით მათ ქცევას და მოუსმინეთ, რა აწუხებთ.

ამ კვირის მთავარი ფავორიტები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები არიან. მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაწილობრივ თევზებსა და მერწყულებსაც შეეხებათ. ამ ნიშნებისთვის ეს დიდი გადაფასებების კვირა იქნება.

12 ნოემბრიდან იწყება იუპიტერის, მარსისა და დაღმავალი კარმული კვანძის მნიშვნელოვანი შეერთება, რომელიც თითქმის 120 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ განსაკუთრებული კვირა გველოდება" - დაწერა ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×