
2026 წლის მესამე კვარტალში რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ ინფორმაცის გამოცემა „ვიორსტკა" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ფეესბე") ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი შეფასებით, პირდაპირ კავშირშია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების მოლოდინთან.
„ვიორსტკას" ინფორმაციით, განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა სერბეთში, საქართველოსა და სომხეთში. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) ქყვეყანაში რუსეთის 660,3 ათასი მოქალაქე შემოვიდა, რაც ახალი რეკორდია და 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43,3 ათასით მეტია.
მათივე ინფორმაციით, ეს მონაცემები ასევე მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს, როდესაც რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს რუს ლტოლვილთა საკმაოდ დიდი ნაკადი მოაწყდა. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვარი 418,4 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა, წლევანდელი მაჩვენებელი კი ამაზე 43%-ით მეტია.
საქართველოს ხელისუფლება წელს რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებას ტურისტულ სეზონს უკავშრებს და მიიჩნევს, რომ ვიზიტორთა ნაკადის ზრდა სრულად თავსდება ბუნებრივ ტურისტულ დინამიკასთან.
„ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ამ ვაი პოლიტიკოსების მხრიდან", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
კონფლიქტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოშ შემოსული რუსეთის მიოქალაქეების რაოდენობის ზრდა სწორედ იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი მობილიზაციისთვის ემზადება, ხოლო ხალხი ამ პროცესს გაურბის.
- პაატა ზაქარეიშვილი: „რუსეთს ელოდება რთული ზამთარი და გაზაფხული ფრონტზე. ამიტომ მას სჭირდება დამატებითი რესურსები და მან ეს რესურსები უნდა მოიპოვოს მობილიზაციაში, სხვა შანსი არ აქვს."
„აშკარად ჩანს, რომ რუსეთში ახალი მობილიზაციის ეშინიათ, ამიტომ ხდება მათი ქვეყნიდან გადინება. ფაქტია, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის შედეგებს უკრაინაში. ტრამპის იმედი ჰქონდათ, რომ ის გაიმარჯვებდა (შუალედურ არჩევნებზე), თუმცა ტრამპი დამარცხდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, შემცირდეს მისი გავლენები ამერიკულ პოლიტიკაზე და თან გაიზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„გამორიცხული არ არის, რუსეთმა გაზაფხულზე მოინდომოს განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს უკრაინის ფრონტზე. ამისთვის დასჭირდება სამხედროების დიდი რაოდენობა და შეიძლება გამოაცხადოს დამატებითი მობილიზაცია. ამიტომ ხალხი გაურბის მობილიზაციას. ეს არის ნიშანი და ამას ვხედავთ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების გაზრდილ რაოდენობაში", - განაცხადა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".
მისივე თქმით, რუსეთს რთული ზამთარი და გაზაფხული ელოდება. საქართველოსთვის კი მთავარი საფრთხე რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკაა.
„რუსეთს ელოდება რთული ზამთარი და გაზაფხული ფრონტზე. ამიტომ მას სჭირდება დამატებითი რესურსები და მან ეს რესურსები უნდა მოიპოვოს მობილიზაციაში, სხვა შანსი არ აქვს.
„გამორიცხული არ არის, შემოსულ რუსებში იყოს სპეცსამსახურის წარმომადგენლების საკმაოდ დიდი რაოდენობა. სხვათა შორის, გაიზარდა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მუშაობს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც პუტინის პოლიტიკას არ ემსახურება", - „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.