რეზონანსი
10.11.2026

 ნატა ვიბ­ლი­ა­ნი მის ად­ვო­კა­ტებს - ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე­სა და ნუცა თო­ფუ­რი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა. რო­გორც ვიბ­ლი­ა­ნი მის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს, მან დიდი ხნის წინ თა­ვად თქვა აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ და ვერ იქ­ნე­ბა ჩემი ად­ვო­კა­ტი, მე ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ ვთქვი კა­კა­ბა­ძე­ზე უარი. თა­ვად არ მი­დი­ო­და. ამ საქ­მი­დან ნუ­ლი­დან და­ვი­წყებ ყვე­ლა­ფერს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ სა­სურ­ველ შე­დეგს.

ესე­ნი ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი არ ყო­ფი­ლან, მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ და გა­მოჩ­ნდა, სა­ჯა­როდ ვი­ხი­ლეთ.

კვი­რას მინ­დო­და აცი­ლე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. 3 დღე მთხო­ვეს, დღე­ი­დან ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი არ არი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ ყვე­ლა­ფერს და მივ­ხე­დავ უფრო შე­მარ­თე­ბით და უფრო ძლი­ე­რად. ად­ვო­კა­ტე­ბი უნდა გის­მენ­დნენ. ად­ვო­კა­ტე­ბი როცა ურე­კავ, გპა­სუ­ხობ­დნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ხნის წინ მი­დი­ო­და ამ საქ­მი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რამ მცნო, აწი უფრო ეფექ­ტურ ბრძო­ლას გპირ­დე­ბით," - წერს ნატა ვიბ­ლი­ა­ნი.

ცოტა ხნის წინ ად­ვო­კა­ტებ­მა, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ და ნუცა თო­ფუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნატა ვიბ­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ და­წე­რეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიბ­ლი­ა­ნი მათ აშან­ტა­ჟებ­და, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის და­კა­ვე­ბას და სხვა "აბ­სურ­დულ სა­კი­თხებს" ითხოვ­და. ად­ვო­კა­ტებ­მა მის დაც­ვა­ზე უარი თქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×