
ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი" დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.
იგი ტელეკომპანია „იმედში" დილის გადაცემაში კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ბენდიდან წამოსვლის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ბაბი გადაცემაშ „სარკასტიკა" საუბრობს.
„ჩემსა და გელას შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მხოლოდ, სიყვარული ერთობა და ყველაფერი კარგი. წამოსვლის მიზეზი კი არის, ის რომ ვაპირებ და ვგეგმავ სოლო კარიერის აწყობას, თუმცა დავიწყე და საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა - არ ვიცი ბენდთან ერთად ვიზამ ამას თუ ცალკე.
რეალურად ამ ეტაპზე „ღამის შოუს" ბენდის კონცერტებში მე მაინც ვიღებ მონაწილეობას, სანამ ჩემი პირადი კონცერტები მექნება", - აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე