რეზონანსი
12.11.2026

ჩემი და ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა, მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

ლიპარტელიანის თქმით, იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, გუშინ თავიანთი სახე აჩვენეს.

„ყველამ ვიხილეთ კადრები მერაბ დვალიშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბს ჩემი და ყველა სპორტსმენის სახელით. უშუალოდ ფაქტს რაც შეეხება, ეს იყო ამორალური საქციელი, რომელიც არც ადამიანურ, არც სპორტულ და არც არანაირ გამართლებაში არ ჯდება. იმ სპორტსმენებმა თავიანთი სახე, ვინც მერაბთან და იმ ქართველ ახალგაზრდა ბიჭთან მივიდნენ. მინდა, წარმატებები და ჯანმრთელობა ვუსურვო მათ. დავამატებდი იმას, რომ საკადრისი პასუხიც მიიღეს ჩვენებისგან, რადგან ქართველები ისეთი ერი ვართ, რომ არასოდეს არავის არ დავუტოვებთ ასეთ საქციელს უპასუხოდ. ისევ და ისევ, გამარჯვება და წარმატებები მერაბს და მთელ საქართველოს“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.  დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×