რეზონანსი
12.11.2026

საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება“, - განაცხადა ბერსემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×