რეზონანსი
13.11.2026

არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ კითხვაზე, თუ როგორ იქნება ბირუსელში აღქმული საქართველოს პეკინთან დაახლოება. მისი თქმით, საქართველომ არ უნდა დაუშვას მის შიდა საქმეებში ჩარევა.

„არის ასეთი გამოთქმა - „ეშმაკი ზუსტად იმდენად გეპატრონება, რამდენის უფლებსაც აძლევ“. აუცილებლად იქნება პრობლემური, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ასე ჩაერიონ. მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ახლა არის შესული კრიზისი ტერმინალურ ფაზაში და ერთად მიდიან უფსკრულისკენ. ნახტომი აუცილებლად იქნება. ოღონდ ეს ნახტომი იქნება უფსკრულზე თუ უფსკრულში, ეს თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული. 

სწორედ ამ ვექტორების გადანაწილება და ერთ, რომელიმე გავლენის ცენტრზე მყარი მიბმა არის დამღუპველი ასეთი ვითარებაში. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში ჩინეთთან გააქტიურებული ურთიერთობები, ეს არის დამცავი ბუფერის შექმნა“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მულტივექტორული პოლიტიკა და ურთიერთობა ყველასთან, ვინც შედის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×