რეზონანსი
13.11.2026

ბლოგერი გურამ შეროზია დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს:

"ძაან გთხოვთ, დრამას ნუ გვიდგამთ "საწყალი მკვლელის” მონაწილეობით! ეგდება ციხეში მთელი ცხოვრება, ეგ რვა წელიც უფასოდ რომ იცხოვრა, ქირით გადასვლა რომ არ იკადრა, ვალი რომ ვეღარ დააბრუნა და მაინც ბანკი რომ იყო მისთვის დამნაშავე და მით უმეტეს ეს წყვილი, ვინც სახლი იყიდა პატიოსნად და ფული გადაიხადა!

ვინმე ვალდებულია რამე გაჩუქოს? ან მის კუთვნის სახლში გაცხოვროს? ნუ დგამთ ამ საპნის ოპერებს, ცივსისხლიანი მკვლელია და მთელი სიმძიმით უნდა აგოს პასუხი" - წერს გურამ შეროზია.

11 ნოემბერს, თბილისში ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×