რეზონანსი
13.11.2026

თელავში შვილმა დედა დაჭრა - ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. 

შვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეში დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×