რეზონანსი
13.11.2026

თელავში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა - შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კაცმა დედას ჭრილობების კისრისა არეში მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 77 წლის ქალი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ოჯახში კონფლიქტი და დაპირისპირება ბევრჯერ იყო, რაც შვილის მხრიდან ალკოჰოლის ხშირ მოხმარებას  უკავშირდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებული თელავში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×