რეზონანსი
13.11.2026

საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მედია „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობა არსებობს. ეს თანამშრომლობა მრავალ სფეროში ვლინდება. პრეზიდენტ ერდოღანს დიდ მეგობრად მივიჩნევ. ჩვენი პირადი მეგობრობის საფუძველი საქართველოსა და თურქეთს შორის ღრმა მეგობრობა და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და მსგავსი პოლიტიკური მიდგომები აქვთ. ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული იდენტობის, ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი პოლიტიკა ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ყალიბდება. კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ თქვა, ჰუმანიტარული ღირებულებების დაფასება, მათი დაცვა და შენარჩუნება დიდი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×