
ინფლუენსერმა მარიამ ბოლქვაძემ "მშობლების პოდკასტში“ ისაუბრა როგორ დაიკლო 97 კილო და რა მოხდა მის ცხოვრებაში ამის შემდეგ:
„ბავშვობიდან წონის პრობლემა არ მქონია. დროთა განმავლობაში ასე მოხდა. ამხელა წონა არ მქონია, მაგრამ 16 წლიდან ვითვლებოდი პუტკუნა ბავშვად. ეს პრობლემა დისკომფორტს არ მიქმნიდა. თითქოს მორგებული ვიყავი. ვიმატებდი, ვიკლებდი, ვიცავდი უაზრო დიეტებს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბარიატრიის გარეშე დაკლება. ვიცი ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი, ვისაც ასე დაუკლია, უბრალოდ, მე იმხელა წონა მქონდა, ფიზიკურად ვერ დავიკლებდი ჩემით. 97 კილო დავიკელი. ფიზიკურად არ მქონდა იმის ძალა, რომ სწორი კვებით დამეკლო.
გავთხოვდი 132 კილო და ჩემი ქმარი სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ გავხდი, მიმატოვა. ამაში სიმართლის მარცვალიც არის. ბევრს არ ვსაუბრობ ამ თემაზე. ჩემს შვილებს ჰყავთ ძალიან კარგი მამიკო“, - აღნიშნა მარიამ ბოლქვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე