რეზონანსი
13.11.2026

4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ, რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი, ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან, როცა ეს სიგიჟე გავიგეთ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ისი თქმით, უწესობა დამღუპველია, მით უმეტეს ოპოზიციაში.

„4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ, რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი, ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან, როცა ეს სიგიჟე გავიგეთ და მერე ბაჩო ახალიას ცოლის კედელი დავათვალიერე და ვნახე რომ მოლოცვებს იღებს ახალაიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო!

ვხედავდით, არა იმიტომ, რომ ნათელმხილველები ვართ, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი გვესმის - ვიმუშავეთ, ცოდნა შევიძინეთ. უფრო მეტი – წავედი გიორგი თარგამაძეს შევხვდი პირისპირ და ავუხსენი, რაღაც სრულიად გიჟური და უპასუხისმგებლო ისტერიკა ატეხეს, მოლოდინებს ქმნიან, რომელიც არაფერს ეფუძნება გარდა სურვილებისა და საინფორმაციო მხარდაჭერა ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობას არ გაუკეთო მეთქი. არც გამილანძღია, არც მიჩხუბია - უბრალოდ ავუხსენი, რაც ხდება, რატომაც ხდება და პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა ვთხოვე. არა ჩემთვის. არამედ იმ ხალხის ინტერესებისთვის, ვინც შეიძლება გაბრიყვებულიყო. მომისმინა. და რა წუთშიც 540 ათასი ლარი აიღო „ნაცმოძრაობიდან“, არა მხოლოდ მე, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც კი ფაქტობრივად ეთერებიდან დაბლოკა.

შედეგი? 70-მდე პატიმარი. 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი, რომელსაც დღეს ბიძინას ცირკი საფუძვლად იყენებს პარტიების ასაკრძალად. უწესობა დამღუპველია, მით უმეტეს ოპოზიციაში. უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×