რეზონანსი
13.11.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ“, - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის, ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“, რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×