რეზონანსი
13.11.2026

აბუ-დაბის სასამართლომ ქართველი სპორტსმენები გაათავისუფლა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ფინანსური სანქცია მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ვიდეოკადრების გავრცელებისთვის დაეკისრათ.

ინფორმაციას RAF-ის ხელმძღვანელობაც ადასტურებს.

ასევე ცნობილია, რომ საბა ლაზიშვილი ხვალ რაფის ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას და ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება.

ქართველი სპორტსმენების გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხებათ თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები პატიმრობაში რჩებიან. მათ სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა, სოლიდური ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×