რეზონანსი
14.11.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 20 წლის შემდეგ ქვეყანას ევროკავშირში ხედავს.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, დეკემბერში რუსეთში სამ ვიზიტს გეგმავს და იმედი აქვს, მათთან მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შეძლებენ.

„რუსეთში 3, 11 და 22 დეკემბერს მოლაპარაკებებისთვის ჩავალ. იმედი მაქვს, შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობებში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა (EAEU) და ევროკავშირის წევრი.

„სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი. ჩვენი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო და კვლავაც არის სომხეთის მოქალაქეებისთვის ალტერნატივის შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ სომხეთს ალტერნატივა არ ჰქონდა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმაც კი საჯაროდ განაცხადა, რომ სომხეთს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარდა, წასასვლელი არსად ჰქონდა. ამ განცხადებამ კი გარკვეული პოლიტიკური პროცესები გამოიწვია“, –  განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, როგორი წარმოუდგენია სომხეთი 20 წლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ქვეყანას ევროკავშირის ნაწილად ხედავს.

„სომხეთს ევროკავშირის ნაწილად ვხედავ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×