რეზონანსი
14.11.2026

1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ვახტანგ ხმალაძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის შეფასებით, 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებსა და მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომელთა გვერდითაც პარლამენტში ვახტანგ ხმალაძე იჯდა, ძალა რომ ჰქონდეთ, ახლაც იგივეს გაიმეორებდნენ, კონსტიტუციასა და პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, არამედ იარაღით შეიჭრებოდნენ, როგორც მაშინ გააკეთეს და ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, რომ მათ რეალურად თავიანთი ამბიციებისა და ეგოს გახარება სურთ, დასავლეთი, ამერიკა, რუსეთი და ევროკავშირი კი მათთვის მხოლოდ ხალხის მოსატყუებელი დემაგოგიაა, რადგან საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარებიც და ადმირალი ბალტინის ფლოტიც გამოიყენეს.

“თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას. ეხლა უყურეთ რა გამოდის. 1991-92წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90იან წლებში, შიმშილი, სიბნელე, ომი, ბანდიტების თარეში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით.

ეხლაც იგივეს გაიმეორებდნენ, მაგის ძალა, რომ ჰქონდეთ. კონსტიტუციას კი არ დაამხობდნენ, პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, უბრალოდ შეიჭრებოდნენ პარლამენტში იარაღით, როგორც მაშინ გააკეთეს და ყველაფერი თვითონ იქნებოდნენ, მთავრობაც, პარლამენტიც, კონსტიტუციაც და კონსტიტუციური წესრიგიც. ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. მათ რეალურად ხომ ეს უნდათ თავისი ამბიციები, ავადმყოფური ეგო გაახარონ, თორემ დასავლეთი, აღმოსავლეთი, ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი ყველაფერი ეს დემაგოგიაა მათთვის ხალხის მოსატყუებლად. როდესაც დასჭირდა რუსეთის ჯარებიც მშვენივრად გამოიყენეს და ადმირალი ბალტინის ფლოტიც”, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×