რეზონანსი
14.11.2026

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - მოსამართლე ლევან გელოვანმა ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფრდა.

ეს ადვოკატებისთვის მოულოდნელი და უცნაური იყო, რადგან უფლებადამცველების თქმით, მათი დასაცავი პირები სხვა საქმეზე ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან და ამის აუცილებლობა სასამართლოს წინაშე აღარ უნდა დამდგარიყო. 

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ. ბრალდების მხარის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს.

ადამიანი დუმილის უფლებას იყენებს. ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს",- განაცხადა ავთანდილ ბილაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.

სხდომაზე ყველა ბრალდებულის მიმართაღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. პროკურორი დანაშაულის ხასიათზე და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რის საფუძველზეც, დავით ფეიქრიშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ვატო ყიფიანისა და დანარჩენი პირების ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით, საქმეზე პატიმრობის გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ არსებობს. ფხალაძის თქმით, ერთადერთი ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარეს აქვს, ფეიქრიშვილის ჩვენებაა, რომელიც გამოძიების ეტაპზე შეიცვალა. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილის მიერ მიწოდებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები არ უნდა იყოს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.

ბრალდებულებიდან არც ერთი დღეს სასაამრთლო პროცესზე არ ესწრებოდა.  ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ სხდომაზე მისვლაზე უარი თქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×