რეზონანსი
14.11.2026

ბულგარეთი უკრაინას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან იარაღსა და სამხედრო მასალას აღარ მიაწვდის, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენ ბულგარეთის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან იარაღსა და საბრძოლო მასალას აღარ გავცემთ. ეს მაშინვე ვთქვი, როგორც კი ჩვენმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო", - განაცხადა რადევმა.

ასევე, რადევის თქმით, ბულგარეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დაფინანსების ახალ პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა აქვს.

„ქვეყანას რეზერვებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მსგავს ვითარებაში ფინანსური დახმარების გაწევა არ შეგვიძლია, თუმცა სხვა ქვეყნებს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს არ ვუშლით", - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×