
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსზე, სადაც ის მეუფე იობს აგინებს. ფაქტის შესახებ „ტვ პირველს“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა - პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს, ქადაგებისას, მეუფე იობმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა.
„განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“.
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაში „ქართული ოცნება“. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.