რეზონანსი
15.11.2026

"ჩემო მხარდამჭერებო, არავინ გალანძღოთ და არავინ გააკრიტიკოთ ტარიელ კაკაბაძე. ბევრი რამ გავარკვიე და დაზუსტებით გეუბნებით რომ ის პირნათლად და ერთგულად მიცავდა" - დაწერა ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში. 

რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "არ შანტაჟდება". მისივე თქმით, ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით იღებდა აბსურდულ მოთხოვნებს, მათ შორის თამუნა მუსერიძის დაკავების მოთხოვნას.

ვიბლიანის მიმართვის კვალდაკვალ მიმართვა გამოაქვეყნა ტარიელ კაკაბაძემაც:

"მოგმართავთ ყველას - არ დავინახო ვინმემ ლანძღოს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიოს ნატა ვიბლიანი! მას აქვს მძიმე ბავშვობა გადატანილი, არის ტრავმირებული ადამიანი და ეპატიება შეცდომები! 

მე მას ვესაუბრე და დაინახა ის რომ მის საქმეში ვიყავი პირნათელი და გულწრფელი" - დაწერა ადვოკატმა  სოციალურ ქსელში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×