რეზონანსი
15.11.2026

მუ­სი­კო­სი­და პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი თაია გამ­თე­ნა­ძის პოდ­კასტს "შენი ამ­ბა­ვი“ სტუმ­რობ­და. მან საშინელ ტრა­გე­დი­ა­ზე დეტალურად ისა­უბ­რა, რო­მელ­მაც 16 წლის წინ მისი ოჯა­ხი და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. იმ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 10 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზი­დან გა­და­ვარ­და. ტრა­გე­დი­ას შვი­დი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მათ შო­რის იყ­ვნენ თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი, ასე­ვე მომ­ღერ­ლის და - ნა­თია.

ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი მა­მუ­კაც. ტრა­გე­დი­ას გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მათი მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­და­ურჩნენ.

"დიდი ხა­ნია, ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი უნდა მი­ა­ბა­რო სა­ლო­ცავს. ჩვენ­თან არის მუ­ცოს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ლო­ცა­ვი და დღე­ო­ბა­ზე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. ჩემს მეჯ­ვა­რეს­თან, ბერ­დია არა­ბულ­თან ერ­თად წა­ვე­დით. პირ­ველ დღეს შა­ტილ­ში დავ­რჩით ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­ო­რე დღეს კი სა­ლო­ცავ­ში გა­და­ვე­დით.

მო­ვი­ლო­ცეთ და უკან რომ მოვტრი­ალ­დით, ბერ­დი­ას უთ­ქვამს სო­ფოს­თვის, გული ვერ მაქვს კარ­გა­დო. არ ვიცი, გული აწუ­ხებ­და თუ ნა­ბა­ხუ­სე­ვი იყო. უკვე რთუ­ლი გზი­დან ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვით და სწო­რი გზა იწყე­ბო­და.

სო­ფოს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, დავ­ჯდე­ბი სა­ჭეს­თან, თუ გინ­დაო, მაგ­რამ ბერ­დი­ას უთ­ქვამს, არა, გე­ხუმ­რეო და გზა გა­აგ­რძე­ლა. ცოტა ხან­ში თავი უკან გა­და­ვარ­დნია. გუ­ლის მხა­რე გა­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვა მი­ი­ღო“, - იხ­სე­ნებს და­ი­ა­უ­რი.

მისი თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და და მდი­ნა­რე­ში სახურავით და­ე­ცა. გელა და­ი­ა­უ­რი იხ­სე­ნებს, რომ ავა­რი­ის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა უკი­დუ­რე­სად გა­უ­ჭირ­და.

"თორ­ნი­კემ მი­თხრა, ბავ­შვე­ბი და­ი­ძა­ხე და წინ გა­დახ­ტიო, მაგ­რამ ეს არ მახ­სოვს. შემ­დეგ მახ­სოვს, რომ ვიხ­რჩო­ბო­დი. მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში ზურ­გზე და­ე­ცა. უკან სხვა მან­ქა­ნე­ბიც მოგ­ვყვე­ბო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა ნა­წი­ლი ჩა­უმტვრი­ეს, რომ იქი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნეთ. თო­რემ, ვინც გა­დავ­რჩით, ისი­ნიც ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით.

ერთი რამ მახ­სოვს: ბავ­შვის მოშ­ვე­ბუ­ლი ხელი და­ვი­ჭი­რე ხელ­ში და ვი­ფიქ­რე, არ და­ვახ­რჩო-მეთ­ქი, შემ­დეგ კი ხელი გა­ვუშ­ვი. თვი­თონ წყლი­დან ამოს­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ფეხი გა­ჭე­დი­ლი მქონ­და“, - იხ­სე­ნებს ის.

გელა და­ი­ა­უ­რის თქმით, ეგო­ნა, მან­ქა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რომ იქი­დან მის გა­მოყ­ვა­ნას ერთი სა­ა­თი დას­ჭირ­და. თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს.

"მუ­ცო­ში რომ ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, გა­მეღ­ვი­ძა და სი­ცი­ვის­გან ვკან­კა­ლებ­დი. ბი­ძაშ­ვი­ლი მეჯ­და გვერ­დით და ვკი­თხე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მყავს ვინ­მე-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, არაო. ჩვენ­თან ასე­თი წე­სია - პირ­და­პირ უნდა უთხრა ადა­მი­ანს და არა­ფე­რი და­უ­მა­ლო.

შემ­დეგ შა­ტილ­ში და­უს­ვე­ნე­ბი­ათ ჩემი მე­უღ­ლე და ბავ­შვი. მე­ო­რე ბავ­შვი კი და­კარ­გუ­ლი იყო“, - იხ­სე­ნებს და­ი­ა­უ­რი.

გელა და­ი­ა­უ­რი იხ­სე­ნებს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მდი­ნა­რე­ში ნა­პოვ­ნი სხე­უ­ლის ფრაგ­მენ­ტი ბავ­შვის ნეშ­ტის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნია და დაკ­რძალ­ვის­თვის ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ ნა­პოვ­ნი ფრაგ­მენ­ტი ცხვრის ბატ­კანს ეკუთ­ვნო­და.

"გა­ვი­ხა­რე, რომ რა­ღაც ვი­პო­ვე. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ყი­დე, რომ მი­წის­თვის მი­მე­ბა­რე­ბი­ნა. რა­ტომ­ღაც ვი­ფიქ­რე, რომ ბავ­შვის ნა­წი­ლი იყო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ვი­პო­ვე. შემ­დეგ მი­თხრეს, ცხვრის ბატ­კნის თმა აღ­მოჩ­ნდაო“, - იხ­სე­ნებს გელა და­ი­ა­უ­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×