
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გარდაცვლილ 22 წლის ბიჭს ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან.
„შენთან რა უნდოდა ვერანა სიკვდილს, დათუჩა… როგორ გაანადგურე, შვილო, ოჯახი. როგორ მოგვიკალი გულები, ჩემო ჭკვიანო“, - წერს ნონა შუბითიძე და ამბობს, რომ გარდაცვლილი მისი დეიდაშვილის შვილია.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, 14 ნოემბერს მოხდა. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელი იყო, ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
მთავარი ამბები კახეთიდან