რეზონანსი
15.11.2026

ისრაელისა და ღაზას ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ალ-მავასის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სამირ აბუ იუნისი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამირ აბუ იუნისი, რომელიც „რაფაჰის ბრიგადის“ ახლად დანიშნული მეთაური იყო, 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ იsრაელზე განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმის სამიზნე სწორედ ის იყო, დარტყმამდე კი „გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად“.

ღაზაში თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ალ-მავასიში, ალ-ვაჰას ბანაკში, სადაც ასობით იძულებით გადაადგილებული პირია შეფარებული, კარავს ოთხი რაკეტა მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

იუნისის დაღუპვის ფაქტი „ჰამასის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.

„ალ-ყასამის ბრიგადებმა“ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ იუნისი „მრავალ ცნობილ ოპერაციაში მონაწილეობდა და მტრის შეჭრას ეწინააღმდეგებოდა“, ასევე იყო „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთაური, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და ზედამხედველობაში მონაწილეობდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×