რეზონანსი
15.11.2026

რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოიწვია არსებული პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„საფრანგეთში, გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყანაში რომ დავაკვირდეთ კარგად, სად ვართ ჩვენ – ეს მაჩვენებლები განპირობებულია იმით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მყარად დავდექით ჩვენს პოზიციაზე. იმიტომ უნდათ ჩვენთან ინვესტიციის განხორციელება, იმიტომ არის მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები, თუნდაც მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე. ასე რომ, ეს ანალიზი ეკონომიკური ზრდის საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, სოციალური პაკეტი და ასე შემდეგ ამ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს არ გამოიხატება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ციფრებში. ამის გამომწვევი მიზეზებია, რასაც შალვა პაპუაშვილი აბსოლუტურად სწორად აფასებს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკა იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×