
როდესაც დაიჭირეს კობა ნარჩემაშვილი და „მოდულის" შენობაში მიიყვანეს, იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა, რომელსაც ჩემი სახელით ჰქონდა ეს მანდატი, რომ უბრალოდ მათი შეშვება შეუძლებელი იყო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან".
სოზარ სუბარის თქმით, ჩვეულებრივ, რაც ხდებოდა ყოველდღიურად ციხეებში ან პოლიციაში, არავინ დადიოდა.
„როდესაც დაიჭირეს კობა ნარჩემაშვილი და „მოდულის" შენობაში მიიყვანეს, იქ რიგი იდგა, აი იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა, რომელსაც ჩემი სახელით ჰქონდა ეს მანდატი, რომ უბრალოდ მათი შეშვება შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვეულებრივ, რაც ხდებოდა ყოველდღიურად ციხეებში ან პოლიციაში, არავინ დადიოდა, ისევ ჩვენს ზურგზე გადიოდა", - აღნიშნა მან.