რეზონანსი
15.11.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან" 2022 წლის მოვლენები და ბაკურიანში ჩატარებული აკერმანის ტრენინგი გაიხსენა.

მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას მანქანებისა და ტელეფონების გამოცვლით, კონსპირაციულად ესწრებოდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის [კელი დეგნანი] ჩავიდა ერთი მანქანით ხაშურში, სადაც გადაჯდა მეორე მანქანაში, პირველ მანქანაში დატოვა ტელეფონი და ასე ავიდა იქ ამ ტრენინგზე და იქ ესწრებოდა ამ ტრენინგს, სადაც ასწავლიდნენ, როგორ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს იყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ... ოღონდ ეს არ იყო მათი პირადი გადაწყვეტილება - ეს იყო დავალება, რომელსაც ისინი ასრულებდნენ", - აღნიშნა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×