რეზონანსი
15.11.2026

ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების უკმაყოფილების, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" თბილისი მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელის განახლებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ალტერნატივა.

„ამ ადამიანების მოთხოვნა იყო, რომ მოგვეძებნა ალტერნატიული ტერიტორიები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, დავპირდით, რომ ავიყვანდით უცხოურ კომპანიას, რომელიც ჩაატარებდა მოკვლევას და გვექნებოდა სრული შედეგი.

შესაბამისად, ავიყვანეთ გერმანული კომპანია და მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო მოძიების სამუშაოები. თავდაპირველად იყო 12 ტერიტორია და შემდეგ სამ კონკრეტულ ადგილამდე დავიდა კვლევითი სამუშაოები და საბოლოო ჯამში, ყველაფერზე დაყრდნობით მიღებულ იქნა, რომ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ალტერნატივა.

ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მოგცემს იმას, რომ სუნი, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს, პრობლემა ნაჟური წყლებისა, რომლებიც პირდაპირ არხში ჩაედინებოდა, იქნება მოწესრიგებული, ამისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×